Friday, April 16, 2010

ოლიმპიური თამაშები

1Pპროექტის სახელი: ოლიმპიური თამაშები

2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს ოლიმპიური თამაშების ისტორიის შესახებ.ქართველების მონაწილეობას ამ შეჯიბრებებში.

3.პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილე ბავშვები მუშაობენ შემდეგ საკითხებზე: რა არის ოლიმპიური თამაში,სად და როდის წარმოიშვა.რატომ დაიწყო და ვის საპატივცემულოდ ტარდებოდა იგი.რა ცვლილიებები განიცადა მან დროთა განმავლობაში,როდის იმართებოდა და რა ხდებოდა მისი მსვლელობის დროს,ასევე მოიძიებენ მასალებს ქართველ ოლიმპიელებზე.როდის მიიღეს მათ მონაწილეობა და რა შედეგები ჰქონდათ.

4. მოსწავლეთა ასაკი: 14_16 წწ.

5. ვადა მიეცემათ 2010წ 30 აპრილიდან 14 მაისამდე.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ოლიმპიადის ისტორიის მოძიება,
პროექტის რომელიმე მონაწილეს თუ აქვს ნაცნობობა, რომელიმე ქართველ ოლიმპიელთან,მისგან ინტერვიუს აღება.ერთმანეთის ნამუშევრების შეფასება_შერჩევა,ურთიერთთანამშრომლობა.
2010 წ ვანკუვერში მომხდარი ტრაგედიის შეფასება.

7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას I სტორიაში,ლიტერატურაში,მითოლოგიაში და ფიზ-აღზრდაში .

8. სარგებელი სხვებისთვის: ბლოგების,ფოტოების,ინტერვიუების გაცნობა
სხვებისთვის.ვინც არ მონაწილეობს ამ პროექტის შექმნაში,პროექტი საშვალებას აძლევს ყველას,გაეცნოს უძველესი ბერძნული თამაშების წესებს და თანამედროვე თამაშებს შორის განსხვავებას და მსგავსებას

9.სამუშაო ენა: ქართული
10.საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.ინტეგრირება ლიტერატურასთან,მითოლოგიასთან,ყოველივე ეს საშუალებას მოგვცემს არჩეული ღონისძიები კონკრეტულ საგანთან ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგის მიღწევაში.

11.პროექტის ფასილიტატორი: ლაურა გაფრინდაშვილი,145 საჯარო სკოლა lgaprindashvili145@gmail.com

Friday, March 12, 2010

ლაურა გაფრინდაშვილი

ლაურა გაფრინდაშვილი